ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: შრომის კოდექსი ადამიანური იქნება

28 აგვისტო, 2012 •
ბიძინა ივანიშვილი: შრომის კოდექსი ადამიანური იქნება

 

“ტყიბულის მაღაროში დასაქმებულებს ხელფასი ადამიანური გექნებათ. შრომის კოდექსიც იქნება ადამიანური, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ინტერესებზე. შრომის კოდექსი, რომელიც  ამ ხელისუფლებამ შემოიღო  და  ახლა მოქმედებს, აბსოლიტურად გაუმართლებელია. კოდექსი არ იცავს მუშის პოზიციას, არამედ მხოლოდ დამქირავებლის უფლებებს. მოგეხსენებათ, როგორც უნდათ, ისე ექცევიან მუშას. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაითხოვონ და ამით აშინებენ, რომ ხვალ შეიძლება სამსახურში აღარ მიიღონ. ამით აიძულებენ, რომ დაიკავონ შესატყვისი პოზიციები. გპირდებით, რომ  ეს დასრულდება. შრომის კოდექსი იქნება მორგებული მუშაზე. დაიცავს მუშა–მოსამსახურეების უფლებებს და არა ხელისუფლების. ასეთი უნდა იყოს შრომის კოდექსი.  “

ბიძინა ივანიშვილი ტყიბულის მაღაროს მშრომელებს დაპირდა, რომ მაღაროს საქმიანობა მაღალ ტექნოლიოგიებზე იქნება დაფუძნებული და მუშებს ხელფასი გაეზრდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი