“ისინი მეგობრები იყვნენ. ერთად მოხვდნენ რაღაც ვახშამზე. ამის შემდეგ მოუვიდათ შელაპარაკება და შელაპარაკება დასრულდა მკვლელობით. სხვა დეტალები ამ წუთებში დგინდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” შსს–ს პრესსამსახურმა სალომე მახარაძემ და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელეობას გულისხმობს.
ბესო ბუზალაძე ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იყო.