ახალი ამბები

ანონსი – 17 ნოემბერი

16 ნოემბერი, 2016 • 1824
ანონსი – 17 ნოემბერი

გთავაზობთ 17 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


17 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის 17 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქ ერევანში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრაში.


09:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდება კონფერენცია – „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“, რომლიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება. საკონტაქტკო პირი: ვახტანგ მამალაძე – 595111231. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირის N1, თსუ–ს I კორპუსი.


10:45 საათაზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვირეულის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, შპს „ტისუპეიპერის“ ახალ, მაკულატურის და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის. დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნობა სამუშაო პროცესს და დაათვალიერებს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეძენილ ტექნოლოგიასა და წარმოებულ პროდუქციას. მისამართი: თბილისი, ქიზიყის ქუჩა N12.


11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ“-ში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” გამართავს დისკუსიას თემაზე რეფორმის პერსპექტივები სამართალდამცავ სისტემაში. შეხვედრაზე განიხილება შსს და პროკურატურაში არსებული ინსტიტუციური და სისტემური პრობლემები. საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი – 577291003.


11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში ჩინური კომპანიის თანამშრომლების მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქეების ადვოკატები და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ზუბალაშვილების N36.


11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-9-ე ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით ამერიკის ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი გამოვა; მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. საკონტაქტო პირი: სალომე სუხიშვილი – 555955495.


11:00 საათზე ,,პირველის პრესკლუბში” საინიაციტივო ჯგუფის წევრი მუხრან ბურჭულაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაყალბებული არჩევნები. მისამართი: წერეთლის N116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე – 595037722.


11:30 საათზე ,,პირველის პრესკლუბში” საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის N116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე – 595037722.


12:00 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის თემაა ქართველ ალპინისტთა ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონისა და ჰიმალაის მწვერვალებზე. მედიას შეხვდებიან ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა გუჯაბიძე. პრესკონფერენციას დაესწრება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი. მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის N49/ა.


12:00 საათზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პრორუსული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური აგიტაციის დასარეგულირებლად საკანონმებლო ცვლილებების პროექტს წარმოადგენს. მისამართი: სასტუმრო “თბილისი რუმსი”, დარბაზი – Master Room.


14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მისამართი: ინგოროყვას N7.


15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. მისამართი: თბილისი, საქართველოს პარლამენტის შენობა, მედიაცენტრი.


18:00 საათიდან 18 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: სამგორის რაიონში: კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებ–გვერდის მეშვეობით .


19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება ხავერდოვანი რევოლუციის 27 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება. მიღებაზე სიტყვით გამოვა სლოვაკეთის ელჩი საქართველოში ბატონი რუდოლფ მიხალკა. ~ღონისძიებას დაესწრება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები. მისამართი: ია კარგარეთელის N6.


17:00 საათზე, სასტუმრო „ბილთმორში“, „გოსფილმოფონდში“ დაცული ოთხი ქართული ფილმის ქართული მხარისთვის საზეიმო გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით მოეწყობა.


მასალების გადაბეჭდვის წესი