ანტისადოპინგო კომისიამ დაადგინა, რომ ამეიკელი ველომრბოლელი მუდმივად იყენებდა აკრძალულ პრეპარატებს. ახლა კომისია მჯელობს, უნდა მოხდეს თუ არა სპორტსმენის სამუდამო დისკვალიფიკაცია.
არმსტრონგმა მთელი მისი კარიერის მანძილზე ყველა პრესტიჟული ჯილდოს მოგება შეძლო. მან დაამარცხა კიბოს დაავადება, რის შემდგომაც იგი აქტიურად განაგრძობდა სპორტულ საქმიანობას.
იგი ასევე ავტორია ორი წიგნის, რომელშიც აღწერს სასპორტო კარიერასა და კიბოსთან ბრძოლის სირთულეებს.
სპორტსმენის განცხადებით, იგი მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას არ აპირებს.