კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მიიღებს.
გუბერნატორმა თანამდებობა დღეს დატოვა, მის მოვალეობას კი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი შეასრულებს.
გიორგი ღვინიაშვილი ერთხელ უკვე იყო გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, მან საპარლამენტო მანდატზე 2008 წლეს განაცხადა უარი, მას შემდგომ, რაც კახეთის გუბერნატორად დაინიშნა.