ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: “არ მეეჭვება, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”

24 აგვისტო, 2012 •
მიხეილ სააკაშვილი: “არ მეეჭვება, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”

 “ამ არჩევნებზე ჩვენი ბავშვები ხმას ვერ აძლევენ. არ მეეჭვება, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ როდესმე ამ ბავშვებმა ინანონ ის, რომ ჩვენ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მე და სანდრა დღეს ჩვენს სახლში ვჩერდებით. იქ, სადაც წერეთლების სახლ–მუზეუმია. ისინი გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ და საუკეთესო ადამიანები იყვნენ. წერეთლები ძალიან მაგარი ხალხია. მათ ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ, ამ ქვეყანამ დაკარგა თავისუფლება, დაკარგა დამოუკიდებლობა და ორჯონიკიძეების დროშის ქვეშ ჩაუვარდა ხელში მტერს. რამდენიმე დღის განმავლობაში ამ პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს ვეცნობოდი. დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ქართველმა მოღალატეებმა ქვეყანა დამპყრობელს ჩააბარეს და იმ თაობისთვის ცხოვრება გაჩერდა. არ უნდა მოხდეს ისევ ის, რომ ამ ბავშვებისთვის ცხოვრება გაჩერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლება ერთადერთი გზაა საქართველოსთვის” – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ჭიათურის სოფელ ქვაციხეში ვიზიტის დორს გააკეთა.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი