ახალი ამბები

ენმ-დან პარლამენტის ვიცესპიკერობის კანდიდატი სერგი კაპანაძეა

15 ნოემბერი, 2016 • 1232
ენმ-დან პარლამენტის ვიცესპიკერობის კანდიდატი სერგი კაპანაძეა

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის ვიცესპიკერობის კანდიდატი  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”  სერგი კაპანაძე იქნება,  ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარე- ნიკა მელია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი- დავით ბაქრაძე.

“ასე შევთანხმდით. დანარჩენს ფრაქციებზე და კომიტეტებზე მალე გადავწყვეტთ. ახლა ვფიქრობთ, რომ ორ ან სამ ფრაქციას შევქმნათ. ჯერ არ დაგვისრულებია დისკუსია,” -განუცხადა “ნეტგაზეთს” სერგი კაპანაძემ.

ირმა ნადირაშვილის განხადებით, ნიკა მელია იქნება ყველაზე დიდი ფრაქციის თავმჯდომარე:

“ახლა ვმსჯელობთ, კიდევ ერთი ფრაქცია გავაკეთოთ, თუ ორი. ამის მიხედვით გადაწყდება, რომელ ფრაქციაში რამდენი დეპუტატი იქნება.”

საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის მიხედვითაც 5%-იანი ბარიერი სამმა პარტიამ- “ქართულმა ოცნებამ”, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა. “ქართულ ოცნებამ “პარლამენტში 115 მანდატი მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27, ხოლო “პატრიოტთა ალიანსმა ” – 6 მანდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი