შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობთ, თბილისში 60 წლის ე.ს. არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით დააკავეს.
“ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შინაგან საქმეტა სამინისტრო






