საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
მათივე ცნობით, ბრალდებული თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში სისტემატიურად ასაღებდა კუსტარული წესით დამზადებულ ყალბ 100 და 50-ლარიან კუპიურებს. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ამოიღეს გასაღებული ყალბი ლარის ბანკნოტები.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ყალფი ფულის გასაღებას და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.






