ახალი ამბები

აფხაზეთში მდებარე ყველაზე ღრმა გამოქვაბული დაპყრობილია

22 აგვისტო, 2012 •
აფხაზეთში მდებარე ყველაზე ღრმა გამოქვაბული დაპყრობილია

იურკენიენეს განცხადებით, საერთაშორისო ჯგუფის ერთ–ერთი უკრაინელი წევრი გენადი სამოხინი გამოქვაბულის ფსკერამდე, 2197 მეტრამდე დაეშვა, რითაც გააუჯობესა 2007 წელს დამყარებული მისივე მსოფლიო რეკორდი. გენადი სამოხინი 2007 წელს გამოქვაბულში 2191 მეტრამდე დაეშვა.   

Day-ის ინფორმაციით, ფსკერამდე დაშვება განსაკუთრებით გაართულა ძლიერმა წვიმებმა, რის გამოც გამოქვაბულში მდებარე სამი გვირაბი მთლიანად წყლითაა დაფარული.

რეკორდის დამყარებაში მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ლიტველმა წევრმა შეასრულა, რომელიც დაეხმარა უკრაინელს ტექნიკური აღჭურვილობის უზრუვნველყოფასა და წყლიან გვირაბში ჩაყვინთვაში.

გამოქვაბული კრუბერი 1960 წელს იყო აღოჩენილი. 2007 წლამდე გამოქვაბული 340 მეტრამდე იყო შესწავლილი. კრუბერი მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულია. იგი აფხაზეთში, გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში, კირქვულ მასივში მდებარეობს.  


მასალების გადაბეჭდვის წესი