ახალი ამბები

ახალ ზელანდიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

13 ნოემბერი, 2016 • 1704
ახალ ზელანდიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

BBC-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე, ქალაქ ქრაისტჩარჩთან თბილისის დროით დაახლოებით 15:30 საათზე 7.4 მაგნიტუდის სიმძლიერის მიწისძვრა მოხდა. ექსპერტები ცნობით, ბიძგები 95 კმ.-ზე გავრცელდა.

კუნძულები სეისმურად აქტიურია და აქ ხშირად ფიქსირდება მიწისძვრები, თუმცა მგავსი სიმძლავრის ბოლოს 2011 წელს მოხდა, როდესაც 7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ნგრევებმა და ცუნამიმ 185 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, გაჩნდა ცუნამის საფრთხეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი