ახალი ამბები

ევროპის საბჭო შეშფოთებულია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაყადაღებით

21 აგვისტო, 2012 • • 1003
ევროპის საბჭო შეშფოთებულია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაყადაღებით

აღნიშნულ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

“გადამეტებული და არაპროპორციული ჯარიმები, რომლებიც დაკისრებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ ფუნქციონირებას. ეს შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ მრავალჯერადად გაჟღერებული ბრალდებების და სანდო ორგანიზაციების– ისეთის, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია– ანგარიშების გათვალისწინებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებთანთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

“პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის აზრი არის არჩევნების ყველა მონაწილისათვის თანაბარი სათამაშო პირობების უზრუნველყოფა და არა ერთი ან მეორე პარტიის საარჩევნო რბოლიდან გათიშვა. მომავალი არჩევნები და მათი დემოკრატიულად ჩატარება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. ამდენად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და უზრუნველყოს ის, რომ ყველა პარტიამ და მათ შორის კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღოს სრულფასოვანი მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში”, – აღნიშნეს მათ.

თანამომხსენებლები საქართველოს 2012 წლის 11-12 სექტემბერს ეწვევიან, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა საარჩევნო მისიის მონაწილეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი