ახალი ამბები

1 აშშ დოლარი 2.4899 ლარამდე გაძვირდა

11 ნოემბერი, 2016 • 1528
1 აშშ დოლარი 2.4899 ლარამდე გაძვირდა

ეროვნული ბანკის მიერ 12 ნოემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4899 ლარი ღირს, რაც წინა დღის გაცვლით კურსზე 0.0126 ერთეულით მეტია.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. 12 ნოებრის გაცვლითი კურსით, 1 ევრო 2.7098  ლარი ეღირება, რაც 1 ნოემბერს არსებულ მაჩვენებელს 0.0103 ერთეულით  აღემატება.

აგვისტოს შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა. მაშინ 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი