ახალი ამბები

შედგება თუ არა ივანიშვილი-მერაბიშვილის ტელედებატები

20 აგვისტო, 2012 • • 1066
შედგება თუ არა ივანიშვილი-მერაბიშვილის ტელედებატები
ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]
ივანიშვილი-მერაბიშვილი[მონტაჟი]

მმართველი პარტიის პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ძირითადი პოლიტიკური ძალების პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებსა და საპარლამენტო სიის პირველ ნომრებს სატელევიზიო დებატებში იწვევს.

 
თაქთაქიშვილმა დღესვე განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი უწინდებურად დავით ბაქრაძე იქნება, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – კვლავაც ვანო მერაბიშვილი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელისუფლებო პარტიის მთავარი ოპონენტის – კოალიცია “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქნება, შესაბამისად, თუკი დებატებზე შეთანხმება მოხდება, საზოგადოებას საშუალება ექნება, სატელევიო ეთერში ბიძინა ივანიშვილისა და ვანო მერაბიშვილის პაექრობა იხილონ. 

 
 
თუმცა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღიად განაცხადა, რომ თუკი სააკაშვილი არ დათანხმდება შეთავაზებას, რომ დაჯდეს მასთან ერთად დებატებში, ის მზადაა ტელედებატები გამართოს ხელისუგლების წარმომადგენლების ჯგუფთან:

 
“ერთ კაცთან არ დავჯდები, შეუძლიათ 5 ან 7-ზე მეტი შეიკრიბონ, პარლამენტის ან მთავრობის წევრები და მე მათთან გავმართავ დებატებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი