ახალი ამბები

მონიტორი: თბილისის მერიამ “მასმოდა 2016-ისთვის” ბიუჯეტიდან 36 971 ლარი დახარჯა

11 ნოემბერი, 2016 • 1929
მონიტორი: თბილისის მერიამ “მასმოდა 2016-ისთვის” ბიუჯეტიდან 36 971 ლარი დახარჯა

23 ოქტომბერს თბილისში “მასმოდა 2016” გაიმართა. სტუდია “მონიტორის” ინფორმაციით, წელს პროექტის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი თბილისის მერია იყო, რომელმაც “მასმოდა 2016”-ის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 36 971 ლარი დახარჯა.

“მასმოდა” არის პროექტი, რომელშიც დიზაინერი დადუ თადუმაძე სპეციალურად ჟურნალისტებისათვის ქმნის ტანსაცმელს და ჟურნალისტები ამ სამოსით პოდიუმზე გამოდიან.

“მონიტორის” ინფორმაციით, მერიამ დააფინანსა შოუს მუსიკალური გაფორმება, ტექნიკური და ადმინისტრაციული ჯგუფების ჰონორარი, დიზაინერის ჰონორარი და სასცენო ხარჯები.

თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ჯაბა სიხარულიძე “მონიტორთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მერია ცდილობს, მოდის სფეროს განვითარებას ასეთი ფორმითაც შეუწყოს ხელი.

“მასმოდა” პირველად 2005 წელს ჩატარდა და 2012 წელს შეწყდა. წელს კი ისევ განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი