“ეს იქნება ყველა სწორი და ეფექტური,” – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი არ დათანხმდება ამ შეთავაზებას, ის მზადაა, ტელედებატები გამართოს ხელისუგლების წარმომადგენლების ჯგუფთან:
“ერთ კაცთან არ დავჯდები, შეუძლიათ 5 ან 7-ზე მეტი შეიკრიბონ პარლამენტის ან მთავრობის წევრები და მე მათთან გავმართავ დებატებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელედებატებში “რუსთავი 2”-ის ეთერში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიწვია .
ივანიშვილის თქმით, ის და მისი გუნდი მხოლოდ ერთი პირობით გამართავს დებატებს “ლეიბორისტებთან”, “ახალ მემარჯვენეებთან” და “ქრისტიან-დემოკრატებთან”, რომლებსაც ის ფსევდოოპოზიციურ პარტიებს უწოდებს:
“მათ უნდა აღიარონ, რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ. თუ ისინი აღიარებენ იმას, რაც მთელმა საქართველომ ისედაც იცის და იტყვიან, რომ წარმოადგენენ ხელისუფლებას, შესაძლოა, ჩვენ მათთან გავმართოთ დებატები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.