აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ახლად არჩეული დონალდ ტრამპი დღეს, 10 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათიდან, ერთმანეთს თეთრ სახლში ხვდებიან. პარალელურად კი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ.
BBC-ის ინფორმაციით, ახლად არჩეული დონალდ ტრამპის მისვლა ჟურნალისტებმა ვერ გადაიღეს, რადგან თეთრ სახლში გვერდითა შესასვლელიდან მივიდა.
CNN-ის ცნობით, ობამასთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი ვაშინგტონში უნდა შეხვდეს თეთრი სახლის სპიკერს, პოლ რაიანს, და სენატის უმრავლესობის ლიდერს, მით მაკკონელს. ტრამპი მომავალ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად მოგზაურობს, რომელიც ამჟამინდელ ვიცეპრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში 8 ნოემბერს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დაამარცხა “დემოკრატების” კანდიდატი, ჰილარი კლინტონი.
.@POTUS with @realDonaldTrump in Oval Office pic.twitter.com/Jj4EuSYNiG
— Jeff Mason (@jeffmason1) November 10, 2016