ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ რუსთავის აქციაზე 3 ათას კაცს ელოდება

19 აგვისტო, 2012 •
„ქართული ოცნება“ რუსთავის აქციაზე 3 ათას კაცს ელოდება

„რუსთავში 19 საათზე დაგეგმილ აქციას ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესწრებიან. ისინი ჩამოვლენ ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან. რუსთავის  აქციაზე არ ველოდებით  ხალხის დიდ მასას. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას დაახლოებით 3 ათასი კაცი დაესწრება.“

 

ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლის სოფლებიდან რუსთავის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილებაზე იყო შეზღუდვები: „ჩემთვის ცნობილია, რომ მარნეულში იყო პატარა ინციდენტი. ჩვენ აქტივისტებს გადაადგილებისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემა შეუქმნეს. თუმცა ამ დროისათვის პრობლემა მოხსნილია.“ 

 

 ძიძიგურის ინფორმაციით, რუსთავში ამ დროისათვის სიმშვიდეა: 

 

„ახლა მომდინარეობს შარტავას მოედანზე სცენის გამართვა და ხდება ეკრანის დამონტაჟება.   ოპერატორებისათვის არის მომზადებული სპეციალური ადგილი, საიდანაც აქციის ტრანსლაცია უნდა მოხდეს.”

 

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, სამი საათისთვის პარტიის აქტივსტები  ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებენ.

 

„აქციის დასრულების შემდეგ ჩვენი აქტივისტები დაალაგებენ ტერიტორიას. აქცია რუსთავში, შარტავას მოედანზე 19 სათზე დაიწყება“,– ამბობს ზვიად ძიძიგური. 

„ქართული ოცნების“  მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში, ზვიად ძიძიგური „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ რუსთავში, მოსახლეობის  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.   

მასალების გადაბეჭდვის წესი