ახალი ამბები

ტრამპის ვებ-გვერდზე მისი წინასაარჩევნო დისკრიმინაციული განცხადებები აღარ იძებნება

10 ნოემბერი, 2016 • 1143
ტრამპის ვებ-გვერდზე მისი წინასაარჩევნო დისკრიმინაციული განცხადებები აღარ იძებნება

გარდიანის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის წინასაარჩევნო განცხადებები მისი ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშლილია.

“გარდიანი” წერს, რომ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპმა წაშალა მუსლიმების შესახებ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მუსლიმებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შემოსვლას აუკრძალავდა, სწორია. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ განცხადების წაშლა არ არის გამოწვეული ღირებულებითი ფაქტორის გამო. სოციალური მედიის მომხმარებლებმა 8 ნოემბერს აღმოაჩინეს, რომ ტრამპის ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მსურველს სასურველი ბანერის გაკეთება შეეძლო, ტრამპის ტექნიკურმა ჯგუფმა გათიშა, მაგრამ მისი აღდგენის შემდეგ არა მხოლოდ მუსლიმების შესახებ გაკეთებული განცხადება აღარ იძებნება, არამედ, საერთოდ, წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული ტრამპის განცხადებები.

ამჟამად დონალდ ტრამპის ვებ-გვერდს თუ ეწვევით, იქ მხარდაჭერისთვის გამოცხადებული მადლობა და დონაციის ღილაკი დაგხვდებათ. ოფიციალური განმარტება გამქრალი განცხადებების შესახებ ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი