ახალი ამბები

ობამა და ტრამპი ერთმანეთს 10 ნოემბერს თეთრ სახლში შეხვდებიან

9 ნოემბერი, 2016 • 1887
ობამა და ტრამპი ერთმანეთს 10 ნოემბერს თეთრ სახლში შეხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და 10 ნოემბერს თეთრ სახლში შეხვედრის გასამართად მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ობამას ადმინისტრაცია ავრცელებს. ობამა და ტრამპი არჩევნების შემდგომ ძალაუფლების გადაცემის პროცესზე იმსჯელებენ. ეს პროცესი 2017 წლის დასაწყისში დაიწყება.

პრეზიდენტი ოფიციალურად ამერიკის მოქალაქეებს 9 ნოემბერს მიმართავს და არჩევნების შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

“თეთრი სახლის” ინფორმაციით, ობამა ასევე დაუკავშირდა დამარცხებულ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს და გამოხატა თავისი სიმპათიები მისი ბრძოლისუნარიანობის მიმართ.

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი