ახალი ამბები

მოიაზრებს თუ არა ივანიშვილი ალასანიას პრეზიდენტად

16 აგვისტო, 2012 • 1185
მოიაზრებს თუ არა ივანიშვილი ალასანიას პრეზიდენტად

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი – ირაკლი ალასანია გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა და განაცხადა, რომ ალასანია ქვეყნის მართვას თავისუფლად მოახერხებს.

 

ნიშნავს თუ არა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის მხრიდან მსგავსი განცხადება იმას, რომ ალასანია შეიძლება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდეს?  – ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილმა დღეს ასეთი განმარტება გააკეთა:

 

„რატომაც არა, მე სიამოვნებით გავიმეორებდი, რომ ირაკლი ალასანია შეიძლება ვიხილოთ საქართველოში ნებისმიერ მაღალ პოსტზე. რაც შეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, დღეს ჩვენ არ ვაცხადებთ ამას, თუმცა ალასანიას რესურსი  ნამდვილად  აქვს“.  

 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წელს გაიმართება. 

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია

მასალების გადაბეჭდვის წესი