ახალი ამბები

რატომ არ არიან “რესპუბლიკელები” “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატებს შორის აჭარაში

16 აგვისტო, 2012 • 1499
რატომ არ არიან “რესპუბლიკელები” “ქართული ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატებს შორის აჭარაში

ბათუმში უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი მხატვარი კაკო ძნელაძე იქნება. ხულოს მაჟორიტარულ ოლქში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩვენებისათვის მათემატიკოსი ამირან მამულაძე წარადგინეს. შუახევში  – ევროპული უნივერსიტეტის ფარმაციის კათედრის გამგე ჯემალ ფუტკარაძე (პარტია თავისუფალი დემოკრატები), ქედაში – სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ნოდარ  ძნელაძე, ხელვაჩაურში – ალასანიას პარტიის წევრი, კალათბურთელი თემურ კახიძე, ქობულეთში –ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყოფილი  მინისტრი,  შემდგომში „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ახლა კი  ალასანიას პარტიის წარმომადგენელი  ანზორ თხილაიშვილი.

 

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის არჩევნებისთვის დასახელებული კანდიდატებიდან არც ერთი “რესპუბლიკელი”  და მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ კოალიციაში სუბიექტებს შორის არ არის ბალანსი დაცული – ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ კანდიდატები პარტიული  ნიშნით არ შერჩეულან:

 

„ჩვენ უფრო საინტერესო კანდიდატებს ვეძებდით, მაგრამ გაგიმჟღავნებთ, რომ გია მასალკინი, რომელიც არის  “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, კოალიციის  პროპორციულ სიაში იქნება რიგით მეორე და თქვენ ბევრ “რესპუბლიკელს” ნახავთ სიებში.“

 

 დღეს ბათუმში ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს სხვადასხვა ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატებიდან შეიძლება სამი მათგანი შეიცვალოს, მაგრამ ცვლილება მოსალოდნელი არ არის  აჭარაში. მან ასევე განმარტა, რომ ვალერი გელაშვილის კანდიდატურის გამოცვლას არ აპირებს ხაშურში.

ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი