ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: ვითანამშრომლებთ ყველა ერთან, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ექნება

9 ნოემბერი, 2016 • 1341
დონალდ ტრამპი: ვითანამშრომლებთ ყველა ერთან, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ექნება

აშშ-ის ახალარჩეული პრეიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იქნება ყველა ამერიკელის პრეიდენტი და ყველასთან ერთად ითანამშრომლებს, ვისაც აშშ-თან მეგობრობის სურვილი ექნება.

არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთან შეხვედრაე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ იწყებს მუშაობას სახელმწიფოს აღორძინებისა და “ამერიკული ოცნების” განახლებისთვის.

“ეს-ესაა დამირეკა სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და მან ჩვენ მოგვილოცა. ეს ჩვენი გამარჯვებაა. მას და მის ოჯახს მივულოცე ძალიან დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. მან ძალიან იბრძოლა. ჰილარი  დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებით  მუშაობდა, ჩვენ მასთან ვალში ვართ და პატივს ვცემთ მის მსახურებას ჩვენი ქვეყნისადმი.”

“ახლა დროა გაერთიანების. ამერიკის მასშტაბით ყველა დემოკრატი და ყველა რესპუბლიკელი, ასევე დამოუკიდებელი ადამიანები, უნდა გაერთიანდნენ. ვამბობ, რომ დროა გავერთიანდეთ. ვპირდები ყველას, რომ ვიქნები ყველა ამერიკელის პრეიდენტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იმ ადამიანებს, რომლებმაც მხარი არ დამიჭირეს, ასეთი არის ერთი-ორი ადამიანი, გეუბნებით თქვენ, მე ვიმუშავებ თქვენთან, რომ გავაერთიანო ჩვენი დიდებული ქვეყანა.”

“მე არ მქონია საარჩევნო კამპანია,  ეს იყო საოცარი მოძრაობა, რომელიც შექმნა მილიონობით ქალმა და კაცმა, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და სურთ ბრწყინვალე მომავალი საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახებისთვის. ის ყველა რასის, რელიგიის, ისტორიისა და რწმენის მქონე ადამიანებისგან შედგებოდა, ვისაც უნდათ და მოელიან, რომ ჩვენი მთავრობა ემსახუროს ხალხს და ეს ასეც იქნება. ერთად მუშაობით განვახორციელებთ უპირველეს ამოცანას, ავაღორძინოთ ერი და განვაახლოთ ამერიკული ოცნება. მთელი ჩემი ცხოვრება და საქმიანობა მივუძღვენი იმას, რომ შემექმნა შესაძლებლობა, განხორციელებულიყო ყოველი ადამიანის გამოუყენებელი პოტენციალი და პროექტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც ახლა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი. აშშ-ის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულად განახორციელოს თავისი შესაძლებლობები. ქალები და კაცები ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნებიან დავიწყებული.”

დონალდ ტრამპის თქმით, აპირებს ააშენოს და განაახლოს გები, გვირაბები, სკოლები, საავადმყოფოები, აღადგინოს ინფრასტრუქტურა, რომელიც დაასაქმებს მილიონობით ადამიანს. ტრამპმა ხაზი გაუსვა ვეტერანებე ზრუნვის აუცილებლობას და მათ ერთგულებას აშშ-ისადმი. 

“ჩვენ გვაქვს დიდი ეკონომიკური გეგმები. ჩვენ გავაორმაგებთ რდას და გვექნება ყველაე დიდი ეკონომიკა მსოფლიოში. ამავე დროს, ვითანამშრომლებთ ყველასთან ერთად, რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლoობის სურვილი ექნებათ. ჩვენ გვექნება საუკეთესო ურთიერთობები. არც ერთი ოცნებაა მიუღწეველი და არც ერთი გამოწვევაა გადაულახავი. არაფერია ისეთი, რაც გვინდა, მაგრამ მიუღწეველია. ამერიკას ელოდება წარმატებები.”

“მინდა ვუთხრა საერთაშორისო საზოგადოებას, მაშინ, როცა ჩვენ ამერიკის ინეტერესებს დავაყენებთ წინა პლანე, ჩვენ ყველასთან სამართლიანი ვიქნებით – ყველა ადამიანთან და ყველა ერთან. ყველასთან მოვძებნით საერთოს და არა მტრობას, პარტნიორობას და არა კონფლიქტს.”

“იმედი მაქვს, 2, 3, 4 ან იქნებ 8 წლის შემდეგ იტყვით, რომ ბევრი გავაკეთე, მაგრამ იტყვით, რომ იყო ისეთებიც, რომ ამაყობთ ჩეს მიერ გაკეთებული საქმით. ახლა, როცა კამპანია დასრულდა, შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენი მუშაობა ახლა იწყება. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ მუშაობას ამერიკელი ხალხისთვის”, – განაცხადა ტრამპმა.

ახალარჩულმა პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა თავის მშობლებს, ძმებსა და ოჯახის წევრებს და თავის გუნდს.

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 14:00 საათის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 279 ხმა მიიღო, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა- 218. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი