ახალი ამბები

საია “ინფო 9″–ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

16 აგვისტო, 2012 •
საია “ინფო 9″–ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს

სააგენტო “ინფო 9″–ის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამავე სააგენტოს ჟურნალისტი ლანჩხუთის გამგეობის წინ გაჩერებულ მიკროავტობუსში მყოფ ადამიანებს ეკითხება, თუ სად და ვისი დაფინასებით მიდიან. ამ დროს ერთ–ერთი ახლაგაზრდა, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, ჟურნალისტს უყვირის და მიკროფონის გაწევისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ კადრებში ჩანს, უცნობი მამაკაცი როგორ უყვირის და ხელს როგორ ურტყამს საინფორმაციო სააგენტოს ოპერატორს.

 

ინციდენტის შედეგად დაიმტვრა “ინფო 9″–ს ვიდეოკამერა, ხოლო ფიზიკური დაზიანება სახის არეში მიიღო ოპერატორმა ირაკლი ჩავლეიშვილმა. ჯერჯერობით, შსს–სგან ვერ ხერხდება გაგება, თუ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს.

ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

 

პირი, რომელიც თავს დაესხა ირაკლი ჩავლეიშვილს
პირი, რომელიც თავს დაესხა ირაკლი ჩავლეიშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი