ახალი ამბები

ივანიშვილი: ალასანია ქვეყნის მართვას თავისუფლად მოახერხებს

15 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: ალასანია ქვეყნის მართვას თავისუფლად მოახერხებს

ივანიშვილმა ირაკლი ალასანია მოსახლეობას წარუდგინა და აღნიშნა:

“მე პირადად ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თავისუფლად დავეყრდნო და ქვეყნის მართვას მოახერხებს ირაკლი თავისუფლად. ასეთი გამოცდილი კაცი სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ყველა ღირსება, რაც კი არსებობს ადამიანში, ყველაფერი გააჩნია ამ კაცს. ირაკლი აუცილებლად გაგიყვანთ სამშვიდობოზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, მეგრელებს ძალიან მარტივი არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი, “თეთრსა და შავს შორის იქნება ეს არჩევანი”:

“ჩვენ ღირსებას დავიბრუნებთ, ამის საფუძველს მე მაძლევს ის, რომ თქვენ გყავთ ისეთი შვილი, როგორიც ირაკლი ალასანიაა, თქვენ გყავთ საამაყო შვილი, რომლითაც მთელი საქართველო და თუნდაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ის კაცია, რომელიც 18 წლის, მამასთან ერთად, სოხუმში საქართველოს მთლიანობის აღსადგენად იბრძოდა, ეს ის კაცია, რომლის მამა საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, ეს ის კაცია, რომელმაც საკუთარი ამბიციები გადადო 2006 წელს,  ჩავიდა სოხუმში და გააჩინა რეალური შანსი ჩვენსა და ჩვენს ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენის. ირაკლის იქ ყოფნის დროს დაიწყო აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის ეტაპები და ისევ ერთი კაცის გაუზარებელმა პოლიტიკამ, ეს ფაქტები ირაკლისგან ვიცი, დაარღვია ყველაფერი. ირაკლი 18 წლიდან იბრძვის საქართველოს გამთლიანებისთვის”, – მიმართა შეკრებილებს ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი