ახალი ამბები

მექსიკაში თვითმფრინავში გველი აღმოაჩინეს

8 ნოემბერი, 2016 •
მექსიკაში თვითმფრინავში გველი აღმოაჩინეს

მექსიკაში შიდა ფრენის დროს მგზავრებმა კაბინაში გველი შენიშნეს. “გარდიანის” ცნობით, მწვანე რეპტილია ბარგისთვის განკუთვნილ ადგილას დაინახეს. რეისი კვირას, 6 ნოემბერს, ქალაქ ტორეონიდან მეხიკოს მიმართულებით სრულდებოდა.

ვიდეო, რომელიც მალევე გავრცელდა და არაერთმა მედიასაშუალებამ გამოიყენა, მგზავრმა გადაიღო.

“ჟურნალს ვკითხულობდი, როდესაც ჩემ გვერდით მჯდომმა დაინახა გველი”,- ამბობს მგზავრი, რომლის შეფასებითაც გველი ერთი მეტრის სიგრძის იქნებოდა. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გამო თვითმფრინავში პანიკა არ ამტყდარა და დაშვებიდან 10 წუთში ცხოველთა კონტროლის სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ.

ავიაკომპანია “Aeromexico” აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, თუ როგორ მოხვდა რეპტილია თვითმფრინავში, ასევე იგეგმება პრევენციული ზომების მიღება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი