ახალი ამბები

აშშ სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას არ გამორიცხავს

15 აგვისტო, 2012 •
აშშ სირიაში არასაფრენი ზონის დაწესებას არ გამორიცხავს

აღნიშნულ მოსაზრებას აშშ–ს გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი მარტინ დემფსიც ეთანხმება, თუმცა, მისივე განცხდებით, აშშ, რა თქმა უნდა, არ აპირებს ამ საკითხზე მარტო მუშაობას.

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ დაადანაშაულა ირანი სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარდმჭერი სამხედრო დანაყოფების მომზადებაში. 

“ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იზრდება ირანის როლი სირიის საკითხებში ჩარევით და ეს  ჩვენს შეშფოთებას იწვევს,” – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ლეონ პანეტამ.

აშშ–ს გაერთიანებული შტაბების მეთაურის გენერალ მარტინ დემფსის განცხადებით, მაშინ როდესაც ირანი სირიის ხელისუფლებას ეხმარება სამხედრო თვალსაზრისით, აშშ ცდილობს რომ სირიის ოპოზიციას არ მიაწოდოს იარაღი და მხოლოდ უზრუნველყოს საკომუნიკაციო აღჭურვილობით.

 

აშშ–ს სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, სირიაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს თურქეთისა და იორდნიის ხელისუფლებებთან.

“სირიაში არეულობის დაწყების დღიდან, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით სირიის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მარაგებს. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს ამ ადგილებზე. ვმუშაობთ თურქეთთან, იორდანიასთან, ისრაელთან”, – აღნიშნა პანეტამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი