საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლაზიკას მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა.
„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება – ახალი უმშვენიერესი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის; საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული ქართული პორტი… დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა – ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა…“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.