ახალი ამბები

კალაძის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

14 აგვისტო, 2012 •
კალაძის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11 აგვისტოს დადგენილება ბიძინა ივანიშვილის 20 243 827 ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. 

 

კახი კალაძე 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე დააჯარიმა.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, “2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ –3.388.992 ლარი.”

 

ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი