ახალი ამბები

ანონსი: 8 ნოემბერი

8 ნოემბერი, 2016 • 1247
ანონსი: 8 ნოემბერი

09:00 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრის შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #33, ადვოკატების გადამზადებისა და სწავლების ცენტრი
საკონტაქტო პირი ეკა ხიმშიაშვილი – 577 75 02 01

10:00 სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოების იმიტირებულ სავარჯიშოებს – “CYBER-EXE საქართველო 2016“ გამართავს. ღონისძიებას გახსნის საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, მიხეილ სარჯველაძე.

10:00 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრება.
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას N14, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi
10:00 საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც ენერგეტიკის, სამშენებლო და ინფრასტრუქტურის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დასწრებიან.
მისამართი: ა. ბელიაშვილის ქ. #8 (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით), მე-3 სართული. საკონტაქტო ტელ: 598544415
11:00 საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამართავს ბრიფინგს საქართველოს მთავრობის მიერ ინტერესთა გამოხატვის შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების (ტექდათვალიერება) ამოქმედების მიზნით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
მისამართი: საქართველოს მთავრობის სახელმწიფო კანცელარია, მე-3 სართული
11:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია m2 შორის მემორანდუმი გაფორმდება შშმ ბავშვთათვის ახალი სერვისის – მცირე საოჯახო სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელს მოაწერენ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და m2-ის დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.
მის.: ქავთარაძის ქ. #1, m2 გალერეა
11:00 “პირველის პრესკლუბში” შპს “დიდუბის” ადმინისტრაციის წარმომადგენლები და იურისტები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მერიის სამსახურებისა და უშუალოდ მერის მიერ ბაზრის უკანონო შევიწროვება და კონკურენტი სავაჭრო ობიექტის ინტერესების კანონშეუსაბამო ლობირება, რაც მიზნად ისახავს შპს “დიდუბის” საქმიანობისათვის ხელის შეშლას. წარმოდგენილი იქნება კონკრეტული მტკიცებულებები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული.
12:00 კულტურის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ანა რიაბოშენკო და კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური გაუძღვებიან.
12:00 პარლამენტის ვიცე-სპიკერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
12:00 ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი” ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის: გუდიაშვილის ქ. #7
12:00 ფინანსთა სამინისტროსთან კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრი „ერთობა“ საპროტესტო აქციას გამართავს.
თემა: ფინანსთა სამინისტროსა და „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ (თავმჯდომარე ნოდრ ხადური) უმოქმედობის გაპროტესტება.
მის: გორგასლის ქ.N16
16:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „არგენტინის სახლი საქართველოში“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი მიმართავს “ქართუ” ფონდის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ჩართვა არგენტინიდან და ბრაზილიდან.
19:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება რობერტ ვან ვორენის საჯარო ლექცია ”ზეპირი ისტორია, როგორც კვლევის ინსტრუმენტი და მუზეოლოგია”.
მის.: ფურცელაძის ქ. #3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია

მასალების გადაბეჭდვის წესი