ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს

7 ნოემბერი, 2016 • 1133
პრემიერი: ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ამერიკელი ხალხის არჩევანს.

ეს განცხადება პრემიერმა 7 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში, თავდაცვის სამინისტროს რეფორმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“არ მიმაჩნია სწორი დღეს რაიმე პროგნიოზის გაკეთება. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევნს. ამერიკა არის საქართელოს ყველაზე მნიშნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების პროცესში იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გასული 25 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკასთან შემდეგი 25 წლის თანამშრომლობის თაობაზე, რაც ჩვენთვის ასევე არის მნიშვნელოვანი,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

8 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამომრჩეველმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპსა და დემოკრატ ჰილარი კლინტონს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი