ახალი ამბები

პრემიერი: ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება

7 ნოემბერი, 2016 • 1071
პრემიერი: ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრთა მომავალ კაბინეტში არ იგეგმება ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება, თუმცა მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები.

“ძალოვანი მინისტრების ცვლილება არ იგეგმება,”- განაცხადა მან სასტუმრო ბილტმორში, თავდაცვის სამინისტროს რეფორმის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კვირიკაშვილმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი მინისტრების შეცვლას გეგმავს.

შეგახსებთ, რომ ამჟამად შს მინისტრის პოსტზე მუშაობს გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრია ლევან იზორია, სასჯელაღასრულების მინისტრი – კახა კახიშვილი. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი