ახალი ამბები

სომხეთიდან ბათუმში რკინიგზით ჩამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა

10 აგვისტო, 2012 •
სომხეთიდან ბათუმში რკინიგზით ჩამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “ნიუს.ამ” “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

“სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” ინფორმაციით,  2011–ში 15 ივნისიდან 9 აგვისტომდე 21 000 მგზავრი გადაიყვანა “სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ” .

მთლიანობაში ამ წელს, 1 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში 7 512 სომხეთის მოქალაქემ ისარგებლა “სამხრეთ კავკასიის რკინიგზით”. განსაკუთრებული გააქტიურება კი 5 აგვისტოდან შეინიშნება. კერძოდ, კომპანიის ინფორმაციით, 5 აგვისტოდან საშუალოდ 500 მგზავრი მიემგზავრება სომხეთიდან ბათუმში მატარებლით.  

მასალების გადაბეჭდვის წესი