ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ხიდიდან მიკროავტობუსი გადავარდა

5 ნოემბერი, 2016 • 1411
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ხიდიდან მიკროავტობუსი გადავარდა

დღეს, 5 ნოემბერს, დღის პირველ ნახევარში, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, “კოპიტნარის ხიდიდან” “ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გადავარდა. შსს-ს ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი – მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის … მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მძღოლის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამ მუხლის თანახმად, აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი