ახალი ამბები

ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.4516 ლარი ღირს

4 ნოემბერი, 2016 • 1383
ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.4516 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 5 ნოემბრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში ერთ თეთრზე მეტით გაუფასურდა.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4516 ლარია, რაც 4 ნოემბრისთვის დადგენილ კურსს 0.0145 თეთრით აღემატება.

გაძვირდა ევროც – ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ევრო 2.7198 ლარი ღირს, რაც 0.0171 ერთეულით აღემატება 4 ნოემბრისთვის დადგენილ კურსს.

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.47 ლარს აღწევს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს შემდეგ რეზერვიდან 160 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნულმა ბანკმა ბოლოს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი