“ახალი მემარჯვენეებიდან” ლენტეხში კენჭს იყრის 37 წლის მირიან ლიპარტელიანი. დეპუტატობის კანდიდატი ლენტეხიდანაა, ის პროფესიით ეკონომისტია. პარტიის ცნობით, ბოლო პერიოდში იგი ადგილზე აქტიურად იყო ჩაბმული მცირე ბიზნესში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ამბროლაურში “ახალი მემარჯევენეების” კანდიდატი იქნება პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა დონაძე, ის პროფესიით აგრონომია.
ბაღდათის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად ბენო გეგეჭკორი დასახელდა. 28 წლის ბენო გეგეჭკორი “ახალი მემარჯვენეების” ახალგაზრდული ფრთის ერთ–ერთი ლიდერია.