ახალი ამბები

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

3 ნოემბერი, 2016 •
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოში გენერალური კონსულის, ირაკლი ასაშვილის თქმით, მომხდარს პროკურატურა იძიებს და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცობია.

“პირადად ვესაუბრე პროკურორს ტელეფონით, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს, მან მომახსენა, რომ შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერი, დაიკითხა სახლის მეპატრონეც, დაკითხულნი არიან დაცვის თანამშრომლებიც. პროკურატურა ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, დასკვნის მიღების შემდეგ მე დანიშნული მაქვს შეხვედრა პროკურორთან, ამის შემდეგ უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მექნება”- განაცხადა ირაკლი ასშვილმა “რუსთავი 2”- თან სატელეფონო საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი