ახალი ამბებისაზოგადოება

გერმანიის ელჩმა სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო დანადგარები გადასცა

3 ნოემბერი, 2016 • 1802
გერმანიის ელჩმა სამედიცინო უნივერსიტეტს სამედიცინო დანადგარები გადასცა

გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა 3 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის საბავშვო კლინიკას გადასცა სამედიცინო დანადგარები  – 11 მიკროსკოპი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ფოტოთერაპიის ლამპა ახალშობილებისთვის.

საქართველოსში გერმანიის საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, მიკროსკოპები  ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერიმენტული ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიური მედიცინის ინსტიტუტის საჩუქარია, ხოლო ფოტოთერაპიის ლამპა საბავშვო კლინისკისთვის ლანგენფელდში მდებარე ფირმა კრაიენბაუმმა გამოყო, დანადგარების ტრანსპორტირება კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოხდა.

2011 წლიდან გერმანიიდან საქართველოში სამედიცინო მომსახურებისა და განათლების გასაუმჯობესებლად დიდი რაოდენობის სამედიცინო დანადგარები ჩამოიტანეს, რაც საელჩოს ცნობით,  პენსიაზე გასულ პედიატრსა და ბავშვთა გასტროენტეროლოგის, პროფესორ მიხაელ ლენტცეს დამსახურებაა, რომელიც წარსულში ბონის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიის ცენტრის ზოგადი პედიატრიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

საელჩოს ცნობით, უკვე დიდი ხანია პროფესორი ლენტცე  წელიწადის რამდენიმე თვეს თბილისში ატარებს, რათა პედიატრიისა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიის დარგში დახმარება გაუწიოს კოლეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი