გამოცემის ვებ-გვერდზე გუშინ, 6 აგვსიტოს გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “ფული ძალაუფლების წინააღმდეგ”, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება. სტატიის ავტორი წერს, რომ 2012 წლის 11 აპრილს ივანიშვილის თანამებრძოლი სოზარ სუბარი ადვოკატთან ერთად ციურიხში ჩავიდა და სასტუმრო “მაროტში” შეხვდა საქართველოდან გაქცეულ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს. სოზარ სუბარი ვახტანგ კომახიძესთან, რომელმაც შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ჩავიდა.
როგორც შვეიცარიული გამოცემა წერს, ციურიხელმა სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, რომლებიც მოსასმენი აპარატურით შესამჩნევი ადგილიდან თავლყურს ადევნებდნენ სუბარისა და კომახიძის საუბარს. Neue Zürcher Zeitung–ის მტკიცებით, ქართველი სამართალდამცავების დაკავება მედიას დაუდასტურეს შვეიცარიელმა პოლიციელებმა. გამოცემის ცნობით, ისინი სამკვირიანი დაკავების შემდეგ საქართველოში გამოაძევეს.
“მე არ ვიცი, რა ინფორმაცია გავრცელდა შვეიცარიულ გაზეთში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს უწყებაში ამ ფაქტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, მსგავსი რამის შესახებ ჩვენ არ გვსმენია”, –განუცხადა “ნეტგაზეთს” შსს–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ.