ახალი ამბებიეკონომიკა

სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირს

2 ნოემბერი, 2016 • 1881
სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0034 თეთრით გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.41 ლარია, თუმცა სავალუტო ჯიხურებში ერთ დოლარს უკვე 2.45 ლარად ყიდიან.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ევროსთან მიმართებაში ლარი 0.0146 თეთრით არის გაუფასურებული – 1 ევროს ღირებულება ოფიციალურად 2.65 ლარია, თუმცა სავალუტო ჯიხურებში ერთი ევრო უკვე 2.76 ლარი ღირს.

თიბისი ბანკის 2 ნოემბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.47 ღირს, 1 ევროს ღირებულება 2.7630 ლარია, ხოლო 1 გირვანქა სტერლინგის ფასი 3.0690 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს შემდეგ რეზერვიდან 160 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნულმა ბანკმა ბოლოს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი