ახალი ამბები

რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

2 ნოემბერი, 2016 • 1576
რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

იტალიის დედაქალაქ რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.

თბილისის მერის ინფორმაციით, მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლეიშვილი და ხუცურაული მერების რიგით მეორე სამიტში მონაწილეობდნენ. სამიტს 60-დე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი