Curiosity–ის მიერ გადაღებული პირველი ფოტოები დაბალი ხარისხის შავ–თეთრი გამოსახულებებია. ისინი გადაღებულია იმ კამერით, რომელიც თავად აპარატის ხედვას უზრუნველყოფს. მოგვიანებით ამუშავდება უკეთესი ხარისხის კამერა, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის ფოტოებს გადაიღებს და დედამიწაზე გამოაგზავნის.
პლანეტამსვლელი Curiosity მარსზე გასაგზავნად ნასაში 2009 წელს შეარჩიეს პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია “MSL – მარსის სამეცნიერო ლაბორატორია”. Curiosity მარსზე 2011 წლის ნოემბერში გაუშვეს და 36– კვირიანი ფრენის შემდეგ მოაღწია დანიშნულების ადგილს. ნასამ პირველი უპილოტო პლანეტამსვლელი Sojourner მარსზე 1997 წელს გაგზავნა, რომელსაც 2005 წელს მიჰყვა Opportunity და Spirit.
წინა მისიებისგან განსხვავებით, Curiosity–ის მიზანია წითელ პლანეტაზე სიცოხლის ნიშნები ეძებოს, ასევე მოაგროვოს ცნობები მარსზე ადამიანის გასამგზავრებლად შესაქმნელი პირობებისთვის, შეისწავლოს პლანეტის კლიმატი და გეოლოგია. პროექტის ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.