საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრომ განცხადება გაავრცელა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრის, 31 წლის უფროსი სერჟანტის, ზაზა კაპანაძის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით.
შსს–ს ცნობით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 აგვისტოს, ზაზ კაპანაძე მოულოდნელად გახდა ცუდად, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს




