ახალი ამბები

პოლიციელსა და ‘ქართული ოცნების’ კოორდინატორს შორის მომხდარ ინციდენტს პროკურატურა იძიებს

3 აგვისტო, 2012 •
პოლიციელსა და ‘ქართული ოცნების’ კოორდინატორს შორის მომხდარ ინციდენტს პროკურატურა იძიებს

“2 აგვისტოს, 17:00 საათზე სოფელ ორულუში მოხდა ინცინდენტი.  მოქალაქე ემზარ ცაავას სახლში ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას და კონფლიქტს ემზარ ცაავასა და მის ბიძაშვილ  ირაკლი ცაავას შორის. ემზარ ცაავას ოჯახის წევრებისა და მეზობლების განცხადებით, ინცინდენტს მოყვა გარკვეული ნივთების დაზიანება. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება. გამოძიების მიზანია დაადგინოს, იყო თუ არა მომხდარ კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები”, – ნათქვამია შსს–ს მიერ დღეს, 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

 

ინტერნეტ გამოცემა smsportal.ge–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც  კოალიცია “ქართული ოცნების” ადგილობრივ კოორდინატორ ემზარ ცაავას სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ცაავა შეუვარდა და იარაღის მუქარით “ქართული ოცნების” დატოვება მოსთხოვა. ცაავები ბიძაშვილები არიან.

 

“იარაღით შემოგვივარდა და გვიყვიროდა, თქვენი ამ პარტიაში ყოფნით ძირს გვითხრითო, ჩამოშორდიო. ყველაფერს ამტვრევდა, მერე მე გამომეკიდა და დავიმალე”, – განუცხადა ემზარ ცაავამ ინტერნეტ გამოცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი