ქართველი ძიუდოისტებისთვის ლონდონის ოლიმპიური თამაშები უკვე დასრულდა. ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) დღეს გერმანელ მეტოქესთან დამარცხდა.
ანდრეას ტიოლცერთან მანამდე გამართული ხუთი შეხვედრიდან ადამს ხუთივე წაგებული ჰქონდა. დღეს კი, სამი გაფრთხილების შემდეგ, როდესაც გერმანელი ვაზარით იგებდა, მან ქართველი ძიუდოისტი შებოჭა და შეხვედრაც დროზე ადრე დაასრულა მოგებით.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლონდონის ოლიმპიადიდან მხოლოდა ერთი ოქროს მედლით დაბრუნდება: ლაშა შავდათუაშვილმა 66 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა აღნიშნული წარმატება.