აღნიშნული შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მიზეზად კი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარებისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას ასახელებს.
“აღნიშნულ პერიოდში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს. ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2012 წლის 1 სექტემბრიდან, კვლავ ამოქმედდება „საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინარული პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ” შეთანხმებით გათვალისწინებული რეჟიმი”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.