ახალი ამბები

მგზავრის გარდაცვალების გამო მეტრო “სამგორში” გადაადგილება შეზღუდული იყო

1 ნოემბერი, 2016 • 1877
მგზავრის გარდაცვალების გამო მეტრო “სამგორში” გადაადგილება შეზღუდული იყო

დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათამდე, მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრთა გადაადგილება შეფერხებული იყო და სავაგონო შემადგენლობა ბაქანთან არ ჩერდებოდა. როგორც თბილისის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ, ვაგონში მგზავრი შეუძლოდ გახდა და როდესაც ვაგონიდან გამოიყვანეს, ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვისაც სადგურის ბაქანზე ასვენია და იქ საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ ექსპერტიზის სამსახურის მოთხოვნით ადგილზე მგზავრთა გადაადგილება შეიზღუდა.

გარდაცვლილი არის 60 წლამდე კაცი. მას თან ახლდნენ ოჯახის წევრებიც. მისი გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი