ახალი ამბები

ისრაელის სააგენტოს ცნობით, ირანი უახლოეს კვირებში ომისთვის ემზადება

3 აგვისტო, 2012 •
ისრაელის სააგენტოს ცნობით, ირანი უახლოეს კვირებში ომისთვის ემზადება
ჰამენეიმ ირანის ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი პროექტის განხორციელების ბრძანება გასცა, რათა აშშ–სა და ისრაელის შეტევისგან დაიცვან ირანის ბირთვული პროგრამა.

აღნიშნული ინფორმაცია კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ადრინდელ განცხადებებსა და მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ 2013 წლის გაზაფხულამდე გადადო ისრაელმა  ირანზე თავდასხმა.

 
ამასთან დაკავშირებით სააგენტოს Haaretz კორესპონდენტი ამირ ორენი წერს, რომ ეს ინფრომაცია  ეწინააღმდეგება ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამენ ნეთანიაჰუს აპრილში გაკეთებულ განცხადებას.  აპრილში პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აჩერებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევას 2013 წლამდე, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც ისრაელში არჩევნები ჩატარდება.   

 
აღსანიშნავია, რომ ჰამენეისთან გამართულ საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ:  თავდაცვის მინისტრი გენერალი აჰმად ვაჰიდი, ჰამენეის სამხედრო მრჩეველი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გენერალ სეიდ ჰასან ფირუზაბადი, რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდალი, გენერალი მოჰამედ ალი ჯაფარი და ალ–ქუდსის  ბრიგადების მთავარსარდალი, გენერალი ქასიმ სოლეიმანი. ასევე იქ იყვნენ საჰაერო და საზღვაო ძალების მეთაურები.

 
როგორც სააგენტო  DebkaFile წერს, თითოეული მათგანს დაევალა, საომარ მზადყოფნაში ჰყავდეს დაქვმდებარებული დანაყოფები.    

მასალების გადაბეჭდვის წესი