ახალი ამბები

ვალერი მელაძე: „მაისური მეგობრული ჟესტი იყო”

2 აგვისტო, 2012 •
ვალერი მელაძე: „მაისური მეგობრული ჟესტი იყო”

ვალერი მელაძემ ბათუმის პიაცაზე კონცერტის დაწყებამდე აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც მას და კახი კალაძეს ქართული ოცნების მაისურები აცვიათ, ფოტოშოფი არ არის. 
„მაისური მეცვა, მაგრამ ეს მხოლოდ მეგობრული ჟესტი იყო და არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ აქციებში ჩავებმები“ – განაცხადა მომღერალმა.

მელაძის კონცერტს წარმოადგენს კომპანია “ორბი ჯგუფი”. აღნიშნული კომპანია აშენებს ბათუმში ახალ სასტუმრო-კომპლექსს, რომლის მშენებლობასაც დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად ჩაუყარა საფუძველი. მელაძის კონცერტს პრეზიდენტი სააკაშვილიც ესწრება.

ვალერი მელაძე და კახი კალაძე
ვალერი მელაძე და კახი კალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი