ახალი ამბები

“ქართუ ჯგუფში” უგულავას უკანონო ქმედებებზე საუბრობენ

2 აგვისტო, 2012 •
“ქართუ ჯგუფში” უგულავას უკანონო ქმედებებზე საუბრობენ
სს “ქართუ ჯგუფში” აცხადებენ, რომ ყოფილმა იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ 13 ივლისს სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების შესახებ სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის გაწყვეტასაც “ქართუ ჯგუფი” ითხოვს, თუმცა ამ დრომდე – უშედეგოდ.   
 
 
“მას შემდეგ, რაც იძულებითი მმართველობა გაუქმდა, სს “ქართუ ჯგუფმა” მიიღო გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულების 2012 წლის 1 აგვისტოდან ცალმხრიდავ შეწყვეტისა და რეესტრის დაბრუნების შესახებ, რის შესახებაც წერილობით აცნობა ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორს და მოთხოვა მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე ფასიანი ქაღალდების რეესტრის გადმოცემა.

 
მიუხედავად იმისა, რომ სს “ქართუ ჯგუფის” მიერ გადახდილია ხელშეკრეულების ცალმხრიდ შეწყვეტისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო – 1 თვის მომსახურების საფასური, ხელშეკრულების 8.2. პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს”, – აღნიშნავს სს “ქართუ ჯგუფის” იურისტი ალა კახნიაური.   

 
მისივე თქმით, “ქართუ ჯგუფი” წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას და კანონის თანახმად მას ევალება აქციონერთა რეესტრის წარმოება. ამის განხორციელება მას შეუძლია როგორც საკუთარი ძალებით, ისე ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების მეშვეობით.

 
დაარსების დღიდან სს “ქართუ ჯგუფი” რეესტრს თავად აწარმოებდა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი